G.U.D.S.-App წარმოადგენს კატალოგის ტიპის საძიებო მობილურ აპლიკაციას Google Play Store-სა, App Store-სათვის  და Yandex Market-ისთვის GPS-ის (Global Positioning System) გამოყენებით, რომელიც იკინძება პროექტში მონაწილე ობიექტების სააპლიკაციო გვერდებისგან. აღნიშნული მობილური აპლიკაცისთვის დამზადდება QR-კოდი, რომელიც გავრცელდება, როგორც ინტერნეტ-სივრცეში, ასევე სხვა საინფორმაციო საშუალებებით. G.U.D.S.-App-ის ჩამოტვირთვა Google Play Store, App Store და Yandex Market-დან  იქნება უფასო ნებისმიერი დაინტერესებული მომხმარებლისთვის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მობილური აპლიკაციის მქონე პირი შეძლებს იხილოს ობიექტის მდებარეობა და გზამკვლევი რუკაზე. G.U.D.S.-App-ის მობილური აპლიკაცის ცნობადობის ასამაღლებლად იგეგმება PR-აქციები სხვადასხვა ქვეყნებში : უკრაინა, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი დ.ა.შ.

აპლიკაციაში შესაძლებელია განათავსოთ სრული ინფორმაცია ობიექტზე:

  •  ლოგო
  •  დასახელება
  •  საქმიანობის სფერო
  •  ფოტოები
  •  მოკლე აღწერა
  •  საკონტაქტო ინფორმაცია
  •  მდებარეობის რუკაზე მითითება
  •  ვებ-გვერდისა და FB-გვერდის ბმული
  •  ვიდეო (Youtube-ის ფრეიმის გამოყენებით)

ეს პროექტი საშუალებს გვაძლევს გამოვიყენოთ უახლესი ტექნოლოგიები (ნეირომარკეტინგი) სარეკლამო დაგეგმარების კუთხით და ამით ვუზრუნველყოფთ მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან.